საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, დღეს დილიდან ლეგიტიმური კომპანიის სახელით ყალბი შეტყობინებები იგზავნება, რომლებშიც კიბერთაღლითები შეტყობინების მიმღებებს ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მავნე ბმულზე გადასვლით მოუწოდებენ.
როგორ უნდა მოიქცეთ ამ და მსგავსი შეტყობინების მიღებისას?
- არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ შეტყობინებაში მოთავსებულ ბმულს, განსაკუთრებით კი თუ გამომგზავნი მასზე დაუყოვნებლივ გადასვლას ითხოვს.
- თუ თქვენ ელოდებით ამანათს ან გზავნილს, მისი მოწოდების სტატუსი შეამოწმეთ მომწდებელი ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ან მის მობილურ აპლიკაციაში, რომლითაც თქვენ არაერთხელ გისარგებლიათ.
- თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ რომელიმე ანგარიშის დასახელება და პაროლი, უმალვე გამოცვალეთ ამ და სხვა ანგარიშზე ეს პაროლი და დააყენეთ ძლიერი პაროლი.
- თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ ბარათის მონაცემები, უმალვე დაბლოკეთ ეს ბარათი ინტერნეტ/მობილ ბანკიდან ან მომსახურე ბანკში დარეკვით. ეს ბარათი გააუქმეთ და აიღეთ ახალი.
- შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი ვირუსების/მავნე ფაილების არსებობაზე.
- დარწმუნდით, რომ ტელეფონზე ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია გიყენიათ. თუ არა, დააყენეთ ბოლო განახლება.
გაფრთხილდით და სხვებიც გააფრთხილეთ!
