ყოველდღიური მაკიაჟის რუტინა ბევრისთვის არის სისუფთავისა და გარეგნული მოვლის ნიშანი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეს პროცესი შეიძლება იქცეს კანისა და თვალის ინფექციების წყაროდ.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ არასწორად შენახული და ვადაგასული კოსმეტიკა შესაძლოა გახდეს ბაქტერიებისა და სოკოს წყარო.
კვლევები ცხადყოფს, რომ: მაკიაჟის ფუნჯების 90% შეიცავს Staphylococcus aureus-ს. ლიპსტიკებზე ხშირად გვხვდება Candida-ს სახეობები, ტონალურ ბალიშებზე იზრდება E. coli და Pseudomonas, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროდუქტი თბილ და ტენიან გარემოში ინახება. შედეგად, შესაძლოა განვითარდეს: გამონაყარი და აკნე, კონიუნქტივიტი, კანის ანთება და გაღიზიანება და ტუჩების ბუშტუკები.
რაც შეეხება ვადებს, მისი გახსნის შემდეგ: ტუშის გამოყენების ვადა 3 თვეა, ტონალური კრემის 6-12 თვე, ლიპსტიკი – 1 წელი, რაც შეეხება ფუნჯს, საჭიროა მისი რეცხვა ყოველ 1-2 კვირაში. ფუნჯები რეცხეთ ყოველ 7–10 დღეში
„ნუ გაუზიარებთ კოსმეტიკას სხვას, კოსმეტიკას ნუ შეინახავთ სააბაზანოში, ყოველთვის დააფარეთ სახურავი და არ გამოიყენოთ პროდუქტი თითებით“, – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
წყარო: „შენი ექიმი“