LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა

224
ინგა ფხალაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა, რომელიც უწყებაში ენერგეტიკის სექტორს გაუძღვება.  

ინგა ფხალაძეს ენერგეტიკისა და ეკოლოგიის სექტორებში მენეჯერულ და ექსპერტულ პოზიციაზე საქმიანობის 28 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი და სხვა.

სხვადასხვა წლებში ინგა ფხალაძე თანამშრომლობდა საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, დონორულ ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან. 

2022 წლიდან დღემდე ინგა ფხალაძე იყო „შემნახველი ბატარეების სისტემის და მწვანე წყალბადის სექტორის განვითარების პროგრამის“ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით ახორციელებდა. 

ინგა ფხალაძეს კვიპროსის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტში პროექტების მენეჯმენტის ბაკალავრის, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებში მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g