LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „სუს-ის გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მზარდი რეიტინგი აქვს – არ დავუშვებ პარტიაში იმ ფილტრაციას, რომელიც ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“

114
თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე მართალი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, იყო, არის და იქნება სუს-ის მუდმივი სამიზნე“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით ბოლო თვეებში, აქვს მზარდი რეიტინგი.

ანა წითლიძე: „ბიძინამ „გეგმა ბ“ აამუშავა და ეს არის სისტემური ოპოზიციის შექმნა „ლელო“/გახარიას სახით – მერე საპარლამენტოსაც დანიშნავს და საკონსტიტუციოს აიღებს“

„პარტიაში სუს-ის ხელის ფათურის მცდელობის შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ დავუშვებ სუს-ის მიერ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ ფილტრაციას, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას და მარგინალიზაციას.

„ნაციონალური მოძრაობა“ შედგა, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის სწორი გააზრებით იხედება მხოლოდ და მხოლოდ წინ, ხვალინდელი, ნათელი, ევროპული დღისკენ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი პარტიის ყველაზე მებრძოლ, მართალ, ღირსეულ და გამორჩეულ ბირთვს – პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას. სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით ბოლო თვეებში, აქვს მზარდი რეიტინგი“. – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

⬇⭕„მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Friday 25 July 2025
magti 5g