LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა მიქაცაძე: „მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები სოციალურად დაუცველები არიან… აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც მის შვილებს, ქონებიდან ჩემი წილი ვაჩუქე“

921
ხათუნა მიქაცაძე

„მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები, 2016 წლიდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან“, – ამის შესახებ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანების და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებული, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერანი მოჭიდავის, ლუკა კურტანიძის ყოფილმა მეუღლემ, ხათუნა მიქაცაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ხათუნა მიქაცაძემ გადაცემაში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლუკა კურტანიძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან სამწუხაროა ვითარების ასე შემობრუნება. მისივე თქმით, წლების განმავლობაში ცდილობდა, საქართველოსთვის ჩემპიონი ელდარ კურტანიძის სახელი შეენარჩუნებინა.

„ეს არ არის არც პირველი და არც მეათე შემთხვევა… ხელი, მუხლები მაქვს დაზიანებული… ეს ადამიანი იმუქრება, რომ მე ვარ სახელმწიფო…“ – რას ამბობს დაკავებული ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე, რომელიც ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს

„ვიცი, რომ შეეფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ადამიანურად ეს ძალიან მიჭირს და ძალიან რთულია ჩემთვის ამის მოსმენა. წლებია ვიცნობდი მის მშობელ დედას, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, დღემდე ურთიერთობა მაქვს მის დასთან, რომელიც ძალიან მიყვარს და ერთგვარი დანაშაულის განცდა მაქვს, რომ დღეს ისინი ნერვიულობენ და თავს ვადანაშაულებ, რომ ეს ხდება ჩემ გამო. წლების წინ სწორედ ამიტომ არ ვამბობდი არაფერს, როდის დაიწყო? როდის დაიწყო არ ვიცი, ჩემამდე იყო ის მოძალადე…

წლების განმავლობაში ვცდილობდი, შემენარჩუნებინა საქართველოსთვის ჩემპიონი ელდარის სახელი, მისი შვილებისთვის შემენარჩუნებინა ღირსეული მამის სახელი, რომლისაც არ შერცხვებოდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ელდარი საჯაროდ საუბრობს, რომ ჰყავს ერთი მეუღლე, რომელსაც დაშორდა და მეორე მე ვარ, სრული სიცრუეა.

„მას შემდეგ რაც დამარტყა და დავეცი, წიხლის დარტყმა სცადა, იმიტომ რომ მას ასე სჩვევია. სანამ სისხლს არ დაინახავს, ვერ მშვიდდება“ – ხათუნა მიქაცაძე

მამა, რომელიც პირდაპირ ეთერშიც კი არ აღიარებს საკუთარ ორ შვილს, ანგელოზებივით ბავშვებს, ეს ერთგვარი მოტივატორი გახდა ჩემთვის კიდევ, რომ მასზე ხმამაღლა მესაუბრა. ის არ საუბრობს შვილებზე, რომლებიც დღეს არიან სოციალურად დაუცველები. ყველა სიტყვაში ელდარ კურტანიძე საუბრობს იმაზე, რომ მე წავართვი მას რაღაც, რომელიც მისი შვილების არის…

მე სულ აგრესიული და მოძალადე ელდარ კურტანიძე მახსოვს, მაგრამ მისი ეს აგრესია გაცილებით ძლიერი გახდა მას შემდეგ, რაც მე ელდარის სოციალურად დაუცველ შვილებს, ჩემი წილი ქონებიდან ვაჩუქე მათ, ბორჯომში.

როდესაც ელდარმა ეს გაიგო, მისთვის ერთგვარი აგრესიის საფუძველი გახდა… დიახ, ელდარ კურტანიძის შვილები არიან სოციალურად დაუცველები. არ შეიძლება არ ვახსენო ერთი ფაქტი, როდესაც მათმა დედამ, ქალბატონმა ქეთევანმა სასოწარკვეთისგან მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას, რომ დამეხმარეთ, ჩემი მდგომარეობა არის გაუსაძლისიო. მიმართვიდან მეოთხე დღეს ადმინისტრაციიდან კომისია მოვიდა, ადგილზე ნახეს ბავშვების საცხოვრებელი ადგილი და რეალური ნაბიჯები გადაიდგა.

მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები, 2016 წლიდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან.

რამდენადაც ვიცი, კომისიის წევრებიც გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც ადგილზე აღმოაჩინეს, ვისი შვილები იყვნენ ისინი“, – განაცხადა ხათუნა მიქაცაძემ გადაცემაში „რეაქცია“.

შსს: „ბრალდებულმა (ლუკა კურტანიძემ) დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება, კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“

ცნობისათვის, ლუკა კურტანიძეს 29 ივლისს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანების და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე 29 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g