ბოლნისმა კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც 16 წლის ანამარია კურტანიძემ ბრწყინვალე ასპარეზობით ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ფიზიკური მომზადებისა და სიმტკიცის უმაღლესი დონე აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ ანამარია სპორტულ სამყაროში საკმაოდ აქტიურად იმკვიდრებს ადგილს: ის 4 წელია აქტიურად ვარჯიშობს, აქედან ბოლო 2 წელი მიზანმიმართულად კიკბოქსინგს დაუთმო.
