გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გასული ეპიზოდი ლეგენდარული ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ბუბა კიკაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.
აღნიშნულ გადაცემაში, წლების წინ, ბუბა კიკაბიძის ინტერვიუდან საინტერესო ფრაგმენტები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ამავე გადაცემაში ბუბა კიკაბიძის შესახებ ისაუბრა გურამ საღარაძის ქალიშვილმა, მსახიობმა მარინა საღარაძემ.
მარინა საღარაძემ ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მისი დედა ირინა ქებაძე და გურამ საღარაძე ერთმანეთს დაშორდნენ. წლების შემდეგ კი ბუბა კიკაბიძემ და ირინა ქებაძემ ოჯახი შექმნეს.
გადაცემის ავტორის შეკითხვაზე, ხედავდა თუ არა გურამ საღარაძე ბუბა კიკაბიძეში კონკურენტს, მარინა საღარაძემ განაცხადა.
„არა, ეს ჭორები იყო… დედა, ჩვენ ბებიასთან სახლში წამოვედით. ბუბა არ ჩანდა ჯერ ჰორიზონტზე.
განშორება დედამ უფრო აქტიურად გადაწყვიტა, ვიდრე მამამ. მე მომიყვეს – მამას დედა ძალიან უყვარდა, გიჟდებოდაო. როდესაც გაშორდნენ, მამა ოთახში ჩაიკეტა და არ გადიოდა, ისე განიცდიდაო. ბოლომდე ვერ დაიჯერა, რომ ეს მოხდა.
ეს მაინც მოხდებოდა, მე ვიცი რაც მოხდებოდა – ახლა რომ არის, რომ გგონია ცოლი გყავს სახლში, დადიხარ, ბევრი საქმე გაქვს, არ გცალია… დედა 22 წლის ანგელოზივით გოგო იყო, პეტერბურგის ფანტასტიკური საბალეტო სასწავლებლიდან ჩამოსული, [იქ დაამთავრა], კარგი მდგომარეობა ჰქონდა. ყურადღება დააკლდა ალბათ გურამისგან, ის რაც არ დააკლდა ბუბასგან“, – აღნიშნა მარინა საღარაძემ.
დედას გურამისგან ალბათ ყურადღება აკლდა, ის ყურადღება რაც ბუბასგან ნამდვილად არ დააკლდა. სრული გადაცემა იხილეთ იუთუბზე:👇 https://youtu.be/rNrRYS328rY
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025