ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის – „სხვა ნანუკას“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო ინფლუენსერი თამაზ ლოხიშვილი, რომლის მონათხრობსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გადაცემაში თამაზ ლოხიშვილმა საკუთარ ცხოვრებაზე – ბავშვობასა და მის ოჯახში მომხდარ ტრაგედიებზე ისაუბრა.
აღნიშნულ გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმურება თავად ნანუკა ჟორჟოლიანიც და წერს, რომ ეს იყო ის იშვილათი შემთხვევა, როდესაც გადაცემა სტუმარს მიჰყავდა.
„ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა გადაცემა მიჰყავს სტუმარს. გაოგნებული ვუყურებდი თამაზას გულწრფელობას. ბიჭი, რომელიც სულ იღიმის, თურმე რამხელა სევდის მატარებელი ყოფილა. თუ გინდათ მისი გაცნობა, ამ გადაცემას უნდა უყუროთ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა გადაცემა მიჰყავს სტუმარს. გაოგნებული ვუყურებდი თამაზას გულწრფელობას. ბიჭი, რომელიც…
Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
