LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GM და Hyundai ერთად გამოუშვებენ მანქანებს

106
347548979447253

„ჯენერალ მოტორსმა“ (GM) და „ჰიუნდაიმ“ ჩინელი ავტომწარმოებლების მზარდი კონკურენციის ფონზე ხუთი ახალი ავტომობილის მოდელის ერთობლივად შემუშავების გეგმები გამოაცხადეს. CNBC-ის ცნობით, პარტნიორობა მიზნად ისახავს ხარჯების შემცირებას და ძირითად საზღვარგარეთულ ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებას.

ხუთი ახალი მოდელიდან ოთხი კომპაქტური ჯიპია, მსუბუქი ავტომობილი, პიკაპი და საშუალო ზომის პიკაპი. ყველა მათგანი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისთვის იქნება განკუთვნილი და ბენზინის და ჰიბრიდული ძრავებით იქნება აღჭურვილი.

წარმოების დაწყება 2028 წელს იგეგმება. კომპანიები ვარაუდობენ, რომ სრული სიმძლავრის მიღწევის შემდეგ, წელიწადში მინიმუმ 800 000 ავტომობილის წარმოებას დაიწყებენ.

გარდა ამისა, „ჯენერალ მოტორსი“ და „ჰიუნდაი“ შეერთებულ შტატებში ელექტრო კომერციული ფურგონის შემუშავებას და წარმოების დაწყებას გეგმავენ, ასევე არაუადრეს 2028 წლისა. ეს „ჰიუნდაი მოტორსის“ პირველი მნიშვნელოვანი პარტნიორობაა ავტომობილების შემუშავების სფეროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები