ნიკოლა პელტცმა „ინსტაგრამზე“ თავისი ახალი დრამიდან Pretty Ugly პირველი კადრები გააზიარა, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს და კინოსურათის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა.
სიუჟეტი მოგვითხრობს დედისა და ქალიშვილის თავგადასავლის შესახებ, რომლებიც გატაცებულნი არიან გლამურული სამყაროთი. ფილმში ასევე მონაწილეობენ მიშელ გომესი, ენდი ბაკლი, კალენ მოსი, პოლ შნაიდერი და სხვა მსახიობები.
როგორც ჩანს, გადასაღებ მოედანზე ხშირი სტუმარია ნიკოლას მეუღლე, ბრუკლინ ბექჰემიც. წყვილი ვერც იქ მალავდა გრძნობებს და ერთმანეთს გამუდმებით ეხუტებოდნენ.
შეგახსენებთ, ბექჰემების რძალს უკვე ჰქონდა რეჟისორული გამოცდილება. 2024 წელს მისი დებიუტი შედგა სრულმეტრაჟიან დრამაში Lola, სადაც თავადვე იყო სცენარის ავტორი და მსახიობი, თუმცა ფილმი კომერციულად ჩავარდა.
ბექჰემების ორად გახლეჩილი ოჯახი – კრუზ ბექჰემი ფოტოებს ავრცელებს
„დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უფროს ვაჟს ემშვიდობებიან“ – ახალი დეტალები ოჯახური დრამის შესახებ