LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშიერი თხები ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

109

ესპანეთში, კატალონიაში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად უჩვეულო დამხმარეები გამოჩნდნენ. ადგილობრივმა ფერმერებმა თხებისგან მოძრავი ჯგუფები შექმნეს, რომლებიც მშრალ მცენარეულობას ტყეებსა და გზის პირებზე მიირთმევენ. სიახლის შესახებ Reuters წერს.

თხები ამ როლისთვის იდეალურად გამოდგებიან: ისინი უპრეტენზიოები არიან, მიირთმევენ ყველაფერს, მათ შორის ეკლიან მცენარეებსაც კი და სწრაფად ასუფთავებენ დიდ ტერიტორიებს, რითაც ცეცხლს ბუნებრივ ბარიერებს უქმნიან.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე აქვს კიდეც პირველი შედეგები: ძლიერი გვალვის მიუხედავად, რეგიონში ხანძრების რაოდენობა შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ადრე მშრალ ბალახს ტექნიკის დახმარებით აქრობდნენ, თუმცა ახლა ფერმერები სულ უფრო ხშირად უბრუნდებიან ტრადიციულ მეთოდებს.

მაგალითად, ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში ამ მიზნით ველურ ცხენებს იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები