LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ავთანდილ აბესლამიძე საქართველოს სახელით ყაზახურ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს – რა სიმღერას შეასრულებს პირველ ტურში

432
1563e353-4ac7-41ee-bd83-0a293156ccad

ბათუმელი შემსრულებელი ავთანდილ აბესლამიძე ახლახან ყაზახეთში, ასტანაში გაემგზავრა, სადაც იმართება მუსიკალური კონკურსი Silk Way Star 2025, სადაც ის საქართველოს წარმოადგენს.

ავთანდილი უამრავ ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ჩანს, როგორ ემზადება კონკურსისთვის და რა სიმღერას შეასრულებს პირველ ტურში.

როგორც ავთო წერს, პირველი გამოსვლა საავტორო სიმღერებს ეთმობა, შესაბამისად, მან ქართული კომპოზიცია აარჩია, რომელიც კომპოზიტორ ნატო ღოღობერიძეს ეკუთვნის. სიმღერის პრემიერა უკვე შედგა ასტანას ერთ-ერთი რადიოსადგურის ეთერში.

მომღერალი კონკურსის მაყურებელს საქართველოს აცნობს.

ავთანდილ აბესლამიძე ქართველმა მაყურებელმა მუსიკალური კონკურსიდან „იქს ფაქტორი“ გაიცნო, რომლის გამარჯვებულიც გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g