საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ქართველი ქალი ალპინისტების წარმატების შესახებ წერს.
ფედერაციის ინფორმაციით, ალპინისტი ტატა მერაბიშვილი მყინვარწვერზე ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ ავიდა, ხოლო ალპინისტმა სოფო კუსიანმა ორწვერის გავლის მეორე დღესვე მყინვარწვერის სამიანი კატეგორიის მარშრუტი იარა.
„სოფო კუსიანის და ტატა მერაბიშვილის წყვილმა მწვ. ორწვერზე (28.07) სამიანი სირთულის მარშრუტით ასვლის შემდეგ სვანეთში გადაინაცვლა.
13 აგვისტოს გოგოები მწვ. ლაილას ჯერ ჩრდილო მწვერვალზე (3991მ), ხოლო იქიდან მთავარ მწვერვალზე (4010მ) ავიდნენ და იმავე დღეს დაბრუნდნენ მესტიაში.
უკვე 15 აგვისტოს მწვერვალ თეთნულდზე (4858 მ) – საკმაოდ გართულებულ მეტეოროლოგიურ პირობებში – ტატამ და სოფომ მწვერვალს მიაღწიეს. წყვილი იმავე დღეს დაეშვა მესტიაში.
ზაფხულის ჭაუხის სპორტული ბანაკის შემდეგ, ტატა მერაბიშვილი მყინვარწვერზე ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ ავიდა, ხოლო სოფო კუსიანმა ორწვერის გავლის მეორე დღესვე მყინვარწვერის სამიანი კატეგორიის მარშრუტი იარა.
წარმატებები და მშვიდობიანი ექსპედიციები ჩვენს ქალ-ალპინისტებს“, – წერს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია.
ჩვენი გოგოების ახალი წარმატება ☀️ 🧗♀️ სოფო კუსიანის და ტატა მერაბიშვილის წყვილმა მწვ. ორწვერზე (28.07) სამიანი…
Posted by საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია on ორშაბათი, 25 აგვისტო, 2025