LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მყინვარწვერზე დაკარგული მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

162
Untitled design - 2023-12-27T145915.032

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მყინვარწვერზე დაკარგული მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო წერს, რომ მოქალაქე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო ექსპედიციის დროს დაიკარგა.

მას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ.

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მოქალაქე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on ოთხშაბათი, 27 დეკემბერი, 2023

 

გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები,“ – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მყინვარწვერზე დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები