LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მყინვარწვერზე დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

158
Untitled design

უკვე მესამე დღეა, მყინვარწვერზე დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობითვე, საგანგებო სიტუაციების სამსახურში შეტყობინება სამი დღის წინ შევიდა და სამაშველო ჯგუფები სამძებრო ოპერაციაში მაშინვე ჩაერთნენ.

ამ დროისთვის მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები