მეორე დღეა ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
არსებული ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში შევიდა და გამოსვლა ვერ მოახერხა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან სამსახურის თანამშრომლები.
