LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა 2 ივნისს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

233
მაშველები

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

„მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.

„საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა. მასში ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.

ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ავტომობილი მტკვარში 2 ივნისის ღამეს გადავარდა. შემთხვევა გალაკტიონის ხიდზე მოხდა.

მტკვარში ავტომობილის გადავარდნის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – „შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა“

მტკვარში ავტომობილის გადავარდნის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

magti 5g