LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა სოფელ ქვემო ომალოში დაშავებული არასრულწლოვანი ვერტმფრენით თბილისში ჩამოიყვანეს

229
მაშველები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ომალოში დაშავებული არასრულწლოვანი ვერტმფრენით თბილისში ჩამოიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ ქვემო ომალოში 9 წლის ბავშვი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.

შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, შეტყობინების მიღებისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g