LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4155
მიხეილ ცაგარელი

დღის რეკომენდაციები – დღე ხელს უწყობს კონფიდენციალურ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს, საჩუქრების ყიდვასა და მათ გაკეთებას. ეფექტურია ყელის, ყურ-ცხვირის, ენდოკრინული სისტემისა და სწორი ნაწლავის მკურნალობა. სასურველია მეტი მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა – მოერიდეთ ხანგრძლივ უმოქმედობას.

ჯანმრთელობა – სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქტიული სისტემა, ამიტომ საჭიროა პროფილაქტიკური ზომების მიღება. დღეს ორგანიზმი ბუნებრივად არის მომართული თვითგაწმენდაზე, ამიტომ რეკომენდებულია ზომიერი კვება და ზედმეტი საკვების თავიდან აცილება. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებსა და ზედმეტად ცხარე საკვების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – პოზიტიური ტენდენციებია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, ნადირობა და თევზაობა, თვითშემეცნება, საკუთარი კომპეტენციის წარმოჩენა, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, ასევე რემონტი.

რაც შეეხება ნეგატიურ ტენდენციებს, არ არის რეკომენდებული ახალი საქმის დაწყება, პარტნიორული თანამშრომლობა ან ახალი თანამშრომლების მიღება სამსახურში. ასევე, მოერიდეთ ბინის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და მგზავრობას. არასასურველია დაზღვევის ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სესხის აღება და ნოტარიული საბუთების გაფორმება.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთოა ოპალი, თოპაზი, ქრიზოპრაზი და იასპი. მათი გამოყენების შემთხვევაში მეტად მოიზიდავთ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს. ფერებიდან – წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე ტონები გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და ბუნებრივ შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია კუროსა და თევზებისათვის. შედარებით დაძაბულია ტყუპებისა და ლომისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები