გაბრიაძის თეატრი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
თეატრი წერს, რომ თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლისა და მხატვრის, რეზო გაბრიაძის მეუღლე, ელენე (კროშკა) ჯაფარიძე გარდაიცვალა.
„გარდაიცვალა ბატონი რეზოს მეუღლე, ქალბატონი ელენე (კროშკა) ჯაფარიძე, მისი ერთგული მეგობარი , მხარდამჭერი და მთელი ცხოვრების სიყვარული.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალბატონი ელენეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ გაბრიაძეების ოჯახს.
რეზოს თითქმის ყველა პერსონაჟ ქალში შეიძლება მისი საყვარელი კროშკას შტრიხების პოვნა, მაგრამ განსაკუთრებული ამ მხრივ რამონაა.
სწორედ „რამონა“ გათამაშდება დღეს ჩვენი თეატრის სცენაზე და ეს სპექტაკლი ქალბატონი ელენეს ხსოვნას მიეძღვნება.
ქალბატონი ელენეს დაკრძალვა შედგება 7 სექტემბერს“, – წერს თეატრი.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ იზიარებს ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
გარდაიცვალა ბატონი რეზოს მეუღლე, ქალბატონი ელენე (კროშკა) ჯაფარიძე, მისი ერთგული მეგობარი , მხარდამჭერი და მთელი…
Posted by Gabriadze Theatre on ხუთშაბათი, 04 სექტემბერი, 2025