LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბიბლიოთეკის კინობიბილიოთეკას და კინოდარბაზს რეზო გაბრიაძის სახელი ეწოდა: კეკელიძე

74
1

ეროვნული ბიბლიოთეკის კინობიბილიოთეკას და კინოდარბაზს ქართველი მხატვრის, მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის სახელი ეწოდა.

ამის შესახებ მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს – რეზო გაბრიაძე – 85

ეროვნული ბიბლიოთეკის კინობიბილიოთეკას და კინოდარბაზს რეზო გაბრიაძის სახელი ეწოდა და ლეგენდარულ ვირთხა იპოლიტთან ერთად განახლებული ფორმით გაიხსნა.” – წერს კეკელიძე “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი რეზო გაბრიაძე 85 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.

გაბრიაძე 1936 წლის 29 ივნისს ქუთაისში დაიბადა.

მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელმა ხელოვანმა მოღვაწეობის მანძილზე არაერთი შედევრი შექმნა, მათ შორის – “მიმინო”, “არ იდარდო”, “ქინ ძა ძა”, „შერეკილები”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” და აშ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები