LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი აგვისტოა აგვისტოს ომის ნამსხვრევებზე დავაბიჯებ… ჩრდილოეთიდან სხვები მიყურებენ საკუთარ მიწაზე მდგომს და ვიცი, უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს“ – გიორგი კეკელიძე

110
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც კეკელიძე წერს, ამ პერიოდში გორში იმყოფებოდა და წიგნზე „ანწუხელიძე“ მუშაობის ფარგლებში ომის თვითმხილველებსა და იმ ადამიანებს ესაუბრა, რომლებმაც 2008 წლის ომის მძიმე დღეები საკუთარ თავზე გადაიტანეს.

„მთელი აგვისტოა აგვისტოს ომის ნამსხვრევებზე დავაბიჯებ – ველაპარაკები ადამიანებს. ისტორიებს ვაგროვებ.

უკანა გზაზე მომავალი, გორულ სოფლებიდან, ჩრდილოეთით გავხედავ ხოლმე და ვხედავ ჩვენს მიწას, სადაც სხვები დგანან.

იქიდან სხვები მიყურებენ და მხედავენ მე, საკუთარ მიწაზე და ვიცი, უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს.

რუსეთი – ოკუპანტია

წიგნს ანწუხელიძე უნდა ერქვას, მთავარი ხაზი მისი იქნება, ოღონდ ამბავი – მრავალთა“, – წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები