მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეუღლე, ია დუდაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ცნობილია შვილებთან და ოჯახთან დაკავშირებული კონტენტით, ერთ ისტორიას იხსენებს, რომელმაც, როგორც ის ამბობს, შვილისგან კარგი გაკვეთილი მიიღო.
„არ აქვს მნიშვნელობა, იტყუება თუ არა, ადამიანს, რომელიც მოწყალებას ითხოვს, მაინც უნდა დავეხმაროთ, ყოველთვის და ყველგან უნდა გამოვიჩინოთ სიკეთე“, – იმეორებს შვილის სიტყვებს ია და წერს:
„ღმერთო რამხელა მაგალითებს მიგზავნი ნიაკოს გავლით.. როგორ გვაქვს აღქმები დამახინჰებული და ზოგჯერ როგორ გვჭირდება დამოფხიზლება“.