მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში შედის, სადაც ადამიანისთვის ახალი გამოწვევები წარმოიშობა. ამის შესახებ ანდრო დგებუაძე საუბრობს.
ის ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე ეპოქაში ცოდნა გაუფასურდება და აზროვნება უმნიშვნელოვანესი რესურსი გახდება.
„ჩვენ შევდივართ ისეთ ეპოქაში – ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, სადაც თვითონაც აზრზე არ ვართ სად აღმოვჩნდებით. მე ცალსახად ვუყურებ ამას, როგორც საშიშროებას, რომ აღმოვჩნდებით იმ ცდუნებაში, რომ ვიღაც ვიღაცეები გამორთავს ტვინს. მე ერთი ნამდვილად ვიცი, რომ ფასი იმისი, რომ ადამიანი იყოს მოაზროვნე – გაასმაგდება.
სამყაროში ცოდნა გაუფასურდება და ჩვენ შევდივართ ეპოქაში, სადაც ცოდნის ფასი ხდება ნული და აზროვნების ფასი ხდება უსასრულო.