„შესაძლოა, ესეც იმ სქემის ნაწილი იყოს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა მოხდეს და დესტრუქციულ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებისთვის ხელი შეეწყოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძე გამოეხმაურა 2022-2024 წლებში, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
ხუნდაძის განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილი უმოკლეს დროში გახდება, თუ რა თანხა ზეა საუბარი და რა მიზნით გამოიყენებოდა:
კახა კალაძე: „ძალიან დიდ ოდენობაზეა საუბარი და ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი – თავი დაანებეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და დაელოდეთ გამოძიებას“
დედაქალაქის მერი ჟურნალისტებთან 2022-2024 წლებში, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
„რა თანხაა, საიდან არის და რა მიზნით გამოიყენებოდა, ეს გამოძიების საკითხია და ვფიქრობ, უმოკლეს დროში იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში აქტიურდება ზეწოლები როგორც განცხადებებით, ასევე რეზოლუციებით, ფულის მოწოდებით, ტროტილებით, „ჰექსოგენებით“ და რევოლუციური გზამკვლევებით. შესაძლოა, ესეც ამ სქემის ნაწილი იყოს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა მოხდეს და დესტრუქციულ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებისთვის ხელი შეეწყოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, „რა კავშირია ხელისუფლების შეცვლასა და 600 მლნ დოლარს შორის, ხუნდაძემ უპასუხა“:
„ვთქვი, რომ შესაძლოა ეს კავშირი იყოს. ეს უნდა დადასტურდეს გამოძიებით, მაგრამ როცა წრე იკვრება და ისეთი მოცემულობა დგება, რომ ოპოზიციას დესტრუქციისთვის აწვდიან „ჰექსოგენს”, მოლოტოვის კოქტეილებს, ამარაგებენ რეზოლუციებით, რევოლუციური გზამკვლევებით, გაკვეთილებით, თუ როგორ უნდა მოახდინონ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა, შესაძლოა, ესეც ამ სქემის ნაწილი იყოს“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
მისი თქმით, „თუ ვინმე მფარველობდა და მით უმეტეს ხაზი მიდის დესტრუქციისკენ, რომელიც დესტრუქციულ ოპოზიციას ახასიათებს, რა თქმა უნდა, პასუხისგების გარეშე არავინ დარჩება“.
„არ არის ახალი, რომ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფულით, ასაფეთქებლებით და რეზოლუციებით გარედან მარაგდებიან, ვფიქრობ, რომ კვალი შეიძლება იგივე იყოს“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
კითხვაზე, მიდის თუ არა კვალი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ხუნდაძემ უპასუხა:
„რა საფუძველია, რომ კვალი მათთან მიდიოდეს და არა დესტრუქციულ ოპოზიციასთან. ეს მათი და მათი დამკვეთების ხასიათი და სურვილია“.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.