LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ურთულესი 5 თვე გავიარე – ფეხის მოტეხილობა, თავისი გართულებებით! ახლა რეაბილიტაციას გავდივარ. ყავარჯნებიც მოვირგე…“ – ნუკრი კაპანაძე მძიმე პერიოდზე საუბრობს

845
d7b911bf-9085-4810-abad-76b449e5a7b4

ნუკრი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს იმ ურთულესი პერიოდის შესახებ, რომელიც ფეხის მოტეხის შემდეგ გამოიარა:

„რთული (უფრო ურთულესი) 5 თვე გავიარე – ფეხის მოტეხილობა, თავისი გართულებებით! ახლა რეაბილიტაციას გავდივარ. ყავარჯნებიც მოვირგე და ნელ-ნელა ვუბრუნდები ჩვეულ რიტმს. მთავარი კი სხვაა… მადლობა, ჩემო მეგობრებო: ძველებო, ახლებო, უფროსებო, უმცროსებო, მომღერლებო, მუსიკოსებო, ნათესავები…

ეს იყო ადამიანების აღმოჩენის 5 თვე – სასიამოვნო აღმოჩენის ! და სულ ვფიქრობ, როგორ შევძლო დაგიბრუნოთ ეს გვერდით დგომა! ისე, ღირსები კი ხართ ჩამოგთვალოთ თითოეული, თუმცა ამას გვერდი ვერ დაიტევს !

მახსოვს ყველა ზარი, ყველა მოკითხვა, ყველა მოსვლა! მადლობა, ჩემო კოლეგა – მუსიკოსებო გაერთიანებისთვის! მუდამ თქვენ გვერდით – ნუკრი !

პ.ს. შემდეგში აუცილებლად მოგიყვებით ჩემს ძვირფას ექიმზე და მის გუნდზე!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g