ამერიკელმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.
როგორც ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, მადლიერია, რომ მისი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებული იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით.
შესწორების ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის არცერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებისკენ არის მიმართული.
„კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია“, – წერს უილსონი.
„არც ერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არცერთი ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან სხვაგვარად იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის აღიარება“, – აღნიშნულია შესწორებაში.
I am so grateful that my GEORGIAN NIGHTMARE NON-RECOGNITION amendment has been ADOPTED for inclusion the State Department Authorization Act!
— Joe Wilson (@RepJoeWilson) September 18, 2025
Insulting America while embracing Communist China, Iran & Russia is a one-way ticket to isolation. pic.twitter.com/ue7H5cU65b
