LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება“ – კახა კალაძე

116
კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ „დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მას და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ჰყავდეს, არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება“.

მისი თქმით, ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გაუმკლავდეს, „ქართული ოცნებაა“.

„[არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას] არანაირი შანსი არ აქვს, რადგან არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა. დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება. ერთადერთი გუნდი, ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რომ გაუმკლავდეს აღნიშნულ პრობლემებსა და გამოწვევებს, არის „ქართული ოცნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g