„რივერ პლეიტის“ 6 წლის ფანმა სათამაშოები გაყიდა, რათა ლიბერტადორესის თასის ფინალზე წასულიყო.
მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია.
„რივერ პლეიტისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ მატჩზე მოხვედრა არგენტინელებისთვის ყველაზე რთული გამოცდაა. „ელ მონუმენტალზე“ შესასვლელი ყველა ბილეთი ბუნებრივია გაყიდულია. პირველი შეხვედრის მსგავსად, ბილეთები აქაც მხოლოდ მასპინძელ გულშემატკივრებს მიყიდეს.
6 წლის რენცო პარანაში ცხოვრობს, ენტრე-რიოსის პროვინციის დედაქალაქში. მატჩზე რომ წასულიყო ბიჭმა საკუთარი სათამაშოების გაყიდვა გადაწყვიტა.
წარწერა პლაკატზე: „მე ვყიდი ჩემს სათამაშოებს, რათა „მონუმენტალზე“ მოვხვდე“.
ფოტო ხელში ჩაუვარდა პარანაში „რივერის“ ფან-კლუბის პრეზიდენტ ემანუელ ბარნოდუს. ფან-კლუბის სახელით მან რენცოს და დედამისს ორი ბილეთი გადასცა.
ხოლო ამ კლუბის ლეგენდა ენცო ფრანჩესკოლი ბიჭს ხელმოწერილ ქუდსა და კლუბის მაისურს დაპირდა.
„მადლობა რენცო, რომ ჩვენ გუნდის ქომაგებს შეგვახსენე, რომ „რივერი“ – ეს ჩვენი მთავარი ვნებაა“.
პატარა ბიჭის ოცნების ასრულება გადაიდო. როგორც მოგეხსენებათ, არეულობებისა და უსაფრთხოების არარსებობის გამო, „რივერისა“ და „ბოკას“ განმეორებითი თამაში უკვე ორჯერ გადაიდო და ჯერ არავინ იცის როდის გაიმართება.