თავისუფალი უნივერსიტეტი ინფორმაციას ავრცელებს სასწავლებლის კიდევ ერთი კურსდამთავრებულის წარმატების შესახებ – ალექსანდრე ჩიტაიშვილი სწავლას ჩრდილოეთ ირლანდიაში, Queen’s University Belfast-ში შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით გააგრძელებს.
როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ალექსანდრე ჩიტაიშვილი სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.
„სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ალექსანდრე ჩიტაიშვილი სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს ჩრდილოეთ ირლანდიაში, Queen’s University Belfast-ში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. მან მოიპოვა შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება“, – აღნიშნულია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ალექსანდრე ჩიტაიშვილი სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს ჩრდილოეთ ირლანდიაში, Queen's…
Posted by თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University on ორშაბათი, 22 სექტემბერი, 2025
