LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მატილდა რომ გამოჩნდა, ფეხზე წამოვდექი და მინდოდა ჩავხუტებოდი“ – ორი ქართველი მილანის მოდის კვირეულზე – რა კადრებს აზიარებს თამო ვაშალომიძე

7564
მატილდა გვარლიანი

TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულზე იმყოფება. თამომ სოციალურ ქსელში მილანის მოდის კვირეულიდან კადრები გაავრცელა, სადაც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი გამოჩნდა პოდიუმზე.

„ჩვენი ულამაზესი“, – წერს თამო ვაშალომიძე ვიდეოს აღწერაში.

მოგვიანებით კი მან ინსტაგრამსთორიში ისაუბრა, როგორი ემოციები ჰქონდა, როდესაც მატილდა პოდიუმზე დაინახა.

„ქართველებს უცხოეთში რომ ვხედავ, არ ვიცი რა მჭირს, მინდა ხოლმე რომ ჩავეხუტო. მატილდა რომ გამოჩნდა, ფეხზე წამოვდექი და მინდოდა ჩავხუტებოდი, ჩემმა მეგობარმა მითხრა, დაჯექიო. ძაან კარგი და მაგარი იყო. იცოდეთ, თუ ქართველს შეგხვდებით უცხოეთში, შეიძლება გაგაჩეროთ და ჩაგეხუტოთ“, – ამბობს TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულზე თავის ბრენდს წარადგენს. მოგვიანებით კი გეგმავს, მილანში TAMO’S SKIN-ის სტენდი გახსნას.

თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულიდან კადრებს აქვეყნებს

ვიდეო: „ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი მესიჯებისთვის, გვერდში დგომისთვის, უდიდესი ძალაა ქალბატონებო თქვენგან ჩემ მიმართ, ზუსტად თქვენ ხართ მოტივაცია და ძალა, მიყვარხართ“ – თამო ვაშალომიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g