LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა – შეჩერდა სასამართლო პროცესები

138
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, მანდატურებმა სასამართლო შენობიდან ყველა პირი გაიყვანეს. უცნობია, რა გახდა ევაკუაციის მიზეზი.

როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, შევიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შენობაში ბომბია დამონტაჟებული.

ევაკუაციის გამო შეჩერებულია ყველა სასამართლო პროცესი, მათ შორის ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა. დარბაზიდან გაიყვანეს ბრალდებული გელა უძილაურიც.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას თბილისის საქალაქო სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g