LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ავსტრალიის თანამეგობრობის ფედერალური პოლიციის დეტექტივთან შეხვედრა გაიმართა

112
შეხვედრა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ ავსტრალიის თანამეგობრობის ფედერალური პოლიციის დეტექტივთან კელ მანსფილდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ესწრებოდნენ.

მხარეებმა, შეხვედრის ფარგლებში, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და კოლეგა სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სტუმარს საგამოძიებო სამსახურის მანდატი გააცნო. მიხეილ მაღლაკელიძემ ყურადღება გაამახვილა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

თავის მხრივ, კელ მანსფილდმა ისაუბრა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის მასშტაბებზე, დაყადაღებული აქტივების მართვის, კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულის და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემების გამოვლენასა და გამოძიებაში ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ პროფესიული თანამშრომლობის მზაობა დაადასტურეს და საჭიროებიდან გამომდინარე, სამუშაო ფორმატში კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g