LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (29 სექტემბერი – 5 ოქტომბერი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3725
მიხეილ ცაგარელი

კვირის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდია: დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში იმყოფება დაახლოებით 2 ოქტომბრამდე. სასურველია, რომ მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო საკითხები, მოლაპარაკებები და საქმეები სწორედ ამ პერიოდში განახორციელოთ. 2 ოქტომბრიდან, კვირის მეორე ნახევარი გაცილებით დაძაბული ხდება – კოსმოსური ენერგიების გავლენით ურთიერთგაგება იკლებს, მატულობს კონფლიქტურობა და ემოციური დაძაბულობა.

ვერძი

კვირის განმავლობაში თქვენი ენერგოტონუსი მაღალია – იზრდება კომუნიკაბელურობა, ჯანმრთელობა და ლიდერული თვისებები. მნიშვნელოვანი საქმეები კვირის პირველ ნახევარში განახორციელეთ, რადგან მეორე ნახევარში ურთიერთგაგება შესუსტდება როგორც პარტნიორულ, ისე საქმიან ურთიერთობებში. მოსალოდნელია კონფლიქტები და წინააღმდეგობები. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდეთ ან ფინანსური დანაკარგების წინაშე დადგეთ. ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებისას სიფრთხილე გმართებთ.

კურო

თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია. მოერიდეთ გადაღლას და გაცივებას. კვირის განმავლობაში სამუშაო პროცესები დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ფინანსური ხარჯები, განსაკუთრებით საოჯახო საკითხებთან და შვილებთან დაკავშირებით, მოიმატებს. პირად ურთიერთობებში კი მდგომარეობა უფრო სტაბილურია, ვიდრე საქმიანი კუთხით – მყარი პარტნიორობა მეტ ოპტიმიზმს მოგგვრით.

ტყუპები

ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი. კვირის დასაწყისში აქტიურობა და ინიციატივა წარმატებას მოგიტანთ, თუმცა 2 ოქტომბრის შემდეგ მოსალოდნელია გეგმების შეცვლა ან წარუმატებლობა. საყოფაცხოვრებო პრობლემებიც იჩენს თავს. პირველი ნახევარი კარგია ბიზნესისთვის და ახალი კავშირების დამყარებისთვის, თუმცა ზედმეტ ხარჯს უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

ენერგოტონუსი სუსტდება, ჯანმრთელობა ნაკლებად სტაბილურია. მოერიდეთ გადაღლას. მიუხედავად ამისა, კვირა ხელს უწყობს კონტაქტებს, შეხვედრებს და ხანმოკლე მოგზაურობას. პირადი თვითრეალიზაციისა და შემოქმედებითი მუშაობის კუთხით კი სირთულეები მოსალოდნელია. კრიტიკა და ემოციური დისბალანსი შეიძლება თქვენს ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახოს. ეცადეთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი დადებითი მხარეები.

ლომი

კვირას ფინანსურმა სირთულეებმა შეიძლება თავი იჩინოს. მეორე ნახევარი პრობლემურია სწავლასა და კოლექტიურ საქმიანობაში. სასურველია ინდივიდუალური მუშაობა. პირველი ნახევარი კარგია ინფორმაციის მისაღებად, თუმცა მეორე ნახევარში „ფეიკების“ გავრცელების ალბათობა იზრდება, ამიტომ გადაამოწმეთ ინფორმაცია. ჯანმრთელობა სტაბილურია და გაძლევთ საშუალებას, აქტიურად იმოქმედოთ.

ქალწული

ენერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობა სუსტდება. შრომისუნარიანობა კლებულობს და თვითრეალიზაციაში ბარიერები იჩენს თავს. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმებში, შესაძლოა, სირთულეები შეიქმნას. ეს პერიოდი უკეთესია კოლექტიური ძალისხმევისთვის, ვიდრე ინდივიდუალური საქმიანობისთვის. სასიყვარულო ურთიერთობებში გულაცრუების საფრთხეა – თქვენი კრიტიკულობა და მეწვრილმანეობა პარტნიორებს გააღიზიანებს.

სასწორი

კვირის ყველაზე წარმატებული ნიშანი სწორედ თქვენ ხართ – მზე თქვენს ზოდიაქოშია, ენერგოტონუსი მაღალია და პოზიტიური ენერგიებით სავსე ხართ. მნიშვნელოვანი საქმეები კვირის პირველ ნახევარში დაგეგმეთ, რადგან მეორე ნახევარში ურთიერთგაგება და ნდობა იკლებს. მოსალოდნელია კონკურენტული ბრძოლა და გეგმის გადახედვა.

მორიელი

თქვენთვის ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე რთულია – ენერგოტონუსი დაბალია, შრომისუნარიანობა მცირდება. მოერიდეთ გადაღლას, რადგან შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია. გაითვალისწინეთ, ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები აქტიურდება. სჯობს თავი შეიკავოთ კამათისგან და პროვოკაციებისგან. კარგი დროა დასვენებისთვის და მოგზაურობისთვის, თუმცა გირჩევთ, საიდუმლოებები შეინახეთ და არ გათქვათ.

მშვილდოსანი

კვირის დასაწყისი პოზიტიურია – ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილური, ლიდერული თვისებები ნათლად გამოვლინდება. თუმცა 2 ოქტომბრის შემდეგ გეგმების რეალიზაცია გართულდება. მოსალოდნელია დაძაბულობა და ცვლილებები სოციუმში, რამაც თქვენი გეგმების კორექცია შეიძლება გამოიწვიოს. საჭირო იქნება მეტი სიფრთხილე და ინფორმაციის გადამოწმება.

თხის რქა

ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა სუსტდება. შრომისუნარიანობა და ფსიქოემოციური სტაბილურობა მცირდება. ბიზნესსა და კარიერაში სირთულეები მოსალოდნელია. კოლექტიურ საქმიანობაში დაძაბულობა გამოიკვეთება, ამიტომ საჭირო იქნება მოთმინება და დიპლომატიურობა. ზოგიერთი გეგმა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. ამასთან, აუცილებელი გახდება დაუმთავრებელი საქმეების მოგვარება.

მერწყული

ენერგოტონუსი მაღალია, ეს პერიოდი საინტერესო და აქტიურია. თუმცა კვირის მეორე ნახევარში სირთულეები შეიქმნება – ახალი იდეებისა და პროექტების რეალიზაცია გართულდება, ქაოსი და პრობლემები მოიმატებს.

პირველი ნახევარი ხელსაყრელია მოგზაურობისთვის და უცხოელებთან ურთიერთობებისთვის.

თევზები

რთული კვირაა – ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია. მოსალოდნელია კომპლექსები, ნეგატიური აზრები, ფარული მტრების აქტივობა და კრიტიკის ქარცეცხლი. ურთიერთგაგება იკლებს, იზრდება საბუთების ან ხელშეკრულებების დაკარგვის რისკი. პირველი ნახევარი სასიკეთოა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ნიჭის გამოვლენისთვის და სპორტული ვარჯიშებისთვის.

გეომაგნიტური დღეები: 29, 30 სექტემბერი; 1 და 4 ოქტომბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები