LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვპირდები მათ, რომ მთელი სულით, გულით იქნება ის ყველაფერი, რაც ყველას უყვარს, რაც ჩვენია და ძალიან ძვირფასია“ – რა ელოდება ბათუმში, 30 სექტემბერს გიგი პიანომენის კონცერტზე მისულ მაყურებელს

442
გიგი პიანომენი

ბათუმში, 29-30 სექტემბერს ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების კონცერტების სერია გაგრძელდება.

29 სექტემბერს, თათა ლიჩელი ახალგაზრდა პიანისტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს. 30 სექტემბერს კი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, გიგი პიანომენის სოლო კონცერტს დაესწრნენ.

ბათუმში გამგზავრებამდე გიგი პიანომენი და თათა ლიჩელი რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ FM“- ს სტუმრობდნენ.

„მე არ მიყვარს, როცა ადამიანი უყვართ რაღაცის გამო და მერე, ის ისეთ რეპერტუარს სთავაზობთ, რაც მხოლოდ იმ მუსიკოსმა იცის. შესაბამისად, იქნება მართლა რჩეული, საყვარელი კომპოზიციები, იქნება ჩემი პიესებიც. 10 %-ს სიურპრიზად ვტოვებ. მთლიანობაში, ვპირდები მათ, რომ მთელი სულით, გულით იქნება ის ყველაფერი, რაც ყველას უყვარს, რაც ჩვენია და ძალიან ძვირფასია“, – აღნიშნა გიგი პიანომენმა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ FM“.

მოახლოებულ კონცერტზე სასაუბროდ გიგი „აჭარის ტელევიზიაში“ იმყოფებოდა სტუმრად. გთავაზობთ ტელევიზიაში თათა ლიჩელის და გიგი პიანომენის სტუმრობის მოკლე მონაკვეთს, სადაც გიგი მის ერთ-ერთ საყვარელ კომპოზიციას ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g