LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მაშინვე მივხვდი რუსი რომ იყო, შინაგანად რაღაც აინთო, არ ვიცი, წამებში ვიცოდი უკვე რა უნდა მექნა” – რას ჰყვება გიგი პიანომენი რესტორანში მომხდარ გახმაურებულ ისტორიაზე

5462
BeFunky-collage

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი ერთ-ერთ რესტორანში მომხდარმა ამბავმა მოიცვა.

ცნობილი ქართველი პიანისტის, გიგი პიანომენის ნაბიჯმა საზოგადოება აღაფრთოვანა.

რესტორანში რუსმა პიანომენს სიმღერა შეუკვეთა, შედეგად კი ადგილზე უკრაინული ჰანგები გაისმა.

რუსმა სტუმრებმა ქართველ პიანისტს 100 დოლარიც გადაუხადეს, თუმცა გიგი პიანომენმა მათ თანხა უკან დაუბრუნა.

“გიგი პიანომენთან მივიდა რუსი ორ ქალბატონთან ერთად, დაუდო 100-დოლარიანი, რამე ჩვენებური დაუკარიო…გიგი დაჯდა და დაუკრა უკრაინული სიმღერა”

გახმაურებულ ისტორიასთან დაკავშირებით გიგი პიანომენმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა:

„ერთ ადგილზე ვუკრავდი, ჩვეულებრივი დღე იყო, შემოვიდა ორი ქალბატონი, ერთი კაცი.

პირდაპირ ჩემკენ წამოვიდნენ, არც გაუხდიათ. ეს კაცი მოვიდა, არც გამარჯობა უთქვამს, არც დაკრული მოუსმენია… ამოიღო თანხა, დადო და მითხრა, იქნებ ჩვენთვის რამე დაუკრაო.

ქცევით მაშინვე მივხვდი, რომ რუსი იყო, შინაგანად რაღაც აინთო, არ ვიცი. იმ მომენტში ისე იმოქმედა აი ამ ჟესტმა… ეს ჟესტი იყო ჩემთვის ძალიან მიუღებელი…

ჩინელიც რომ ყოფილიყო ცუდად გავხდებოდი, მაგრამ რომ დაემთხვა საიდან არის, როგორ მოდის, თითქოს არაფერი არ ხდება, მიუღებელია ეს ჩემთვის.

ავიღე ეს თანხა, ჩავიდე ჯიბეში, 100-დოლარიანი იყო, იმ მომენტშივე, წამებში ვიცოდი უკვე რა უნდა მექნა, რათა ამ კაცს ენახა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელი იყო.

დაჯდა ზურგით, სპეციალურად ვუთხარი, რომ აი ეს თქვენ გეძღვნებათ მეთქი და დავიწყე უკრაინული სიმღერა.

სადღაც 20 წამში ეს გოგოები ადგნენ, ანიშნეს, რომ გამოსულიყო, ეს კაციც ადგა და გამოვიდა როიალის წინ, ჩაიცვეს ისევ ქურთუკები, იმ გოგოებმა არ ვიცი რა უთხრეს…არ დამიმთავრებია, გავწყვიტე დაკვრა, ამოვიღე ეს 100 დოლარი, პიჯაკში ჩავუდე ამ კაცს და ვუთხარი გუშინ უკრაინაში რომ ბავშვი დაიღუპა იმის ოჯახს გაუგზავნე მეთქი.

გაოგნებული იყო… ჩემთვის პირადად არაფერი არ უთქვამს,”-აღნიშნა გიგი პიანომენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები