ახლახან ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილს, ქეთი წიქვაძეს მესამე ვაჟი შეეძინა – რეზი არველაძე. ქეთი ფეხბურთელ რეზი არველაძის ვაჟის, ნიკას მეუღლეა. ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „სარკეს“ უყვება, როგორი ბიჭია პატარა რეზი და როგორი იყო მისი დაბადების დეტალები:
„ძალიან ვინერვიულე. ცოტა ადრე, სამი კვირით ადრე დაიბადა, ვიდრე ველოდით. ეს, ერთი მხრივ, კარგი, რადგან საკმაოდ დიდი დაიბადა, სამი კილო და 400 გრამი და კიდევ რომ დასცლოდა მუცელში გაზრდა, შეიძლებოდა, გასჭირვებოდა ქეთის. როგორც ყველა სხვა დედამ, ქალიშვილის მშობიარობის დროს მეც ისე ვინერვიულე. ხომ იცით, როგორი ემოციებით არის ადამიანი ამ დროს დატვირთული – ნერვიულობა, სიხარული, მოლოდინი.
ძალიან კარგი ბიჭი გაჩნდა! ძალიან საყვარელი და ძალიან ლამაზია. ჯერჯერობით გამოკვეთილად ვერავის ვამსგავსებ, ყველაზე მეტად თავის ძმას, ილუშას ჰგავს…
რეზის დარქმევა ვისი იდეა იყო?
ქეთიმ გადაწყვიტა ასე და, რა თქმა უნდა, მეუღლემაც აუბა მხარი. რეზის კი ძალიან აუჩუყდა გული და ბევრი იტირა. ეს იყო სიხარულის ცრემლები.