რეზი არველაძე ბიძინა ბარათშვილთან პოდკასტში – „ბაბუა წესების გარეშე“ იყო სტუმრად.
რეზიმ და ბიძინამ ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენეს, შვილიშვილებზე, პატარა რეზიზე და სოფიაზე საუბრისას კი რეზიმ აღნიშნა:
„ბაბუა მე რომ ვარ, ისეთი უნდა. სოფიამ ახლა რომ დამირეკოს, ბუკნარში წავალ აქედან.
რეზიზე და სოფიაზე სიტყვები, განათლება და გადმოცემის უნარი არ მყოფნის. ვიღაც რომ შეგიყვარდება, გინდა გალაკტიონი იყავი და გინდა სერვანტესი, ანდა შექსპირი და შოპენი, ვერც ერთი მათგანი სიტყვით შენს ქმედებას ვერ გადმოსცემს.
იმდენ დროს ვატარებ მათთან, რომ კიდევ კარგი, სამსახურეობრივად იმხელა ვალდებულებები არ მაქვს, თორემ ან გამომაგდებდნენ, ან მე თვითონ წამოვიდოდი.
ამ მდგომარეობას ვერ გადმოგცემთ…
პატარა გოგოსთან ასეთი ყოველდღიური შეხება აქამდე არ მქონია. გოგოები განსხვავებულები არიან. უფრო მომთხოვნია და აფთარივით არის. ბიჭებს დაელაპარაკები, გაიგებს…
ბაბუობაში ფულს რომ იხდიდდნენ, სხვას არაფერს გავაკეთებდი. დილით და საღამოს კბილებს გამოვიხეხავდი და მორჩა, ეგ არის. ბაბუობაში რომ ფულს იხდიდნენ, ჩემზე მდიდარი კაცი არ იქნებოდა.
რეზიმ რომ ფეხბურთი ითამაშოს, სად უნდა იყოს თამაში, რომ რომელიმე მატჩზე არ მივიდე…“ – ამბობს რეზი არველაძე.
