LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონტენეგრო ზარმაცების ჩემპიონატს უმასპინძლებს – გამარჯვებული 2000 ევროს მიიღებს

110
profimedia-0967445230-824x469

მონტენეგროში უკვე მეთხუთმეტედ გაიმართება უცნაური შეჯიბრება – ზარმაცების მსოფლიო ჩემპიონატი. მონაწილეებს ევალებათ რაც შეიძლება დიდხანს არ ადგნენ საწოლიდან. ადგომა ნებადართულია მხოლოდ საჭირო ოთახში გასასვლელად, წერს tvrinfo.
წელს მთავარი პრიზი ორჯერ გაიზარდა და 2 ათას ევროს შეადგენს. გარდა ამისა, ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში, სოციალური ქსელების მეშვეობით გადაიცემა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ გასართობი ჩემპიონატი არ არის – მისი მიზანია გააქარწყლოს სტერეოტიპი, თითქოს მონტენეგროში მცხოვრები ხალხი ზარმაცები არიან. საინტერესოა, რომ გასულ წელს გამარჯვებულად მონტენეგროელი წყვილი დასახელდა, რომლებმაც საწოლში 50 დღე გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ – მათ შორის უკრაინელები, სერბები, ბოსნიისა და ხორვატიის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები