LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა მშობელი ბავშვთან ერთად ქვიშის მოედანზეა, ვხედავთ, რომ მშობელი მობილურში იყურება, ბავშვს ეჩხუბება ან კოდალასავით მუდმივ ინსტრუქციებს აძლევს იმის ნაცვლად, რომ შვილთან ერთად იყოს ქვიშაში…“ – რას ამბობს ინკლუზიის და ადრეული განვითარების სპეციალისტი, ცირა ბარქაია

131
ცირა ბარქაია

მშობლების ჩართულობის მნიშვნელობა და სწორი ფორმები ბავშვების აქტივობებში – საკითხზე ადრეული და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ცირა ბარქაია გადაცემაში „ჯანმრთელობის დღიურები“ საუბრობს:

„ბავშვს ყოველთვის უნდა, რომ შენ დაინტერესდე მისი გაკეთებულით, ის გეძახის, „დედა ნახე რა გავაკეთე“, „მამა, ნახე რა შევქმენი“, „მოდი ჩემთან ითამაშე“ და შენ ამ დროს გათიშული ხარ, როცა ტელეფონში იყურები.

შეიძლება ძალიან მოსიყვარულე მშობელი ხარ, მაგრამ როცა ტელეფონში შეტყობინების წაკითხვა გინდა, რაღაცის დათვალიერება გინდა, ამ დროს უბრალოდ არ გესმის…

მაგალითად როცა მშობელი ბავშვთან ერთად ქვიშის მოედანზე ან სათამაშო სივრცეში არის გასული, ამ დროს ვხედავთ, რომ მშობელი მობილურში იყურება ან ბავშვს ეჩხუბება, ან მუდმივ ინსტრუქციებს აძლევს კოდალასავით იმის ნაცვლად, რომ მშობელი ბავშვთან ერთად იყოს ქვიშაში.

მშობლები იმისთვის ვართ და ბავშვს იმისთვის ვაჩენთ, რომ ჩვენ მზაობა გვაქვს უკვე, რომ ამ ბავშვის განვითარებაზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და მე რომ მაქვს მზაობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მასთან ერთად უნდა ამოვითხვარო ქვიშაში, ბავშვთან ერთად უნდა დავისვარო ტალახში, მასთან ერთად უნდა ჩამოვსრიალდე “, – ამბობს ადრეული და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი.

Dio magti 5g