79 წლის ასაკში, დაიან კიტონის გარდაცვალებამ მსოფლიოს გული საოცრად დასწყვიტა. ერთ-ერთი მათგანია ლეგენდარული მსახიობი, ალ პაჩინო, რომელსაც მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები აკავშირებდა.
სულ ცოტა ხნის წინ პაჩინომ გულწრფელად აღიარა, რომ კიტონი მისი ცხოვრების უდიდესი სიყვარული იყო და მათ შორის არსებულ კავშირს, რომელიც საკულტო ფილმში, „ნათლიმამაში“ დაიწყო, არასდროს დაუკარგავს სიძლიერე და სიღრმე.
„ძალიან ვნანობ, რომ დაიანზე არ დავქორწინდი, ამას ცხოვრების ბოლომდე ვინანებ, ძვირფასო დი, ძალიან მტკივნეულად და მარტოსულად ვგრძნობ თავს, უფრო მეტად ვიდრე მთვარე ყოველ ღამით, ყველაზე მეტად ეს ალბათ შენი არყოფნის ბრალია და იმისიც, რაც ჩვენ გვაკავშირებს, ჩემი ფიქრები შენთანაა, შენ იცი ყველაფერი და ბევრს არაფერს ვიტყვი, შევხვდებით ისევ, სიყვარულით შენი ალი…“, – განაცხადა 85 წლის ალმა.
ცნობისთვის, მათი გზები 1970-იან წლებში საკულტო ფილმის, „ნათლიმამას“ გადაღებებზე გადაიკვეთა, სადაც პაჩინო ახალგაზრდა მაიკლ კორლეონეს როლს თამაშობდა, ხოლო კიტონი მისი მეუღლის, ქეის. ეკრანზე მათი ქიმია და ემოციური კავშირი თვალსაჩინო იყო.
წყვილი წლების განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს და არაერთხელ შორდებოდა, მათი ურთიერთობა სავსე იყო ვნებითა და დრამატიზმით, თუმცა, მათი ურთიერთობა ქორწინებამდე ვერ მივიდა. დაიანი ღიად ამბობდა, რომ პაჩინო იყო მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული.
„მე ის სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ ის არასდროს იყო მზად ოჯახისათვის“, – განაცხადა კიტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ალ პაჩინომ მოგვიანებით აღიარა, რომ დაიანა იყო ქალი, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა.
ფოტო: ლეოპარდის პრინტი, კოპლები და კუბიკები – 75 წლის დაიან კიტონის ახალგაზრდული „ლუქი“






