ჰოლივუდის ლეგენდები კიდევ ერთხელ მოექცნენ ყურადღების ცენტრში. ამჯერად არა კინოპროექტის, არამედ მეგობრული საღამოს გამო, რომელიც ნამდვილ ვარსკვლავურ შეკრებად იქცა.
85 წლის ალ პაჩინო, 82 წლის რობერტ დე ნირო და 86 წლის ჰარვი კეიტელი პოპულარულ რესტორანში, Nobu Malibu შეიკრიბნენ. მსახიობების შეკრების მიზეზი კეიტელის მეუღლის, დაფნა კასტნერის იუბილე იყო.
პაჩინო და კეიტელი კლასიკურ, ელეგანტურ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი, დე ნიროს კი ყოველდღიური ტანსაცმელი ეცვა.
როგორ ერთობიან 85 წლის ალ პაჩინო და მისი საყვარელი ქალი – 32 წლის ნურ ალფალაჰი ფოტოებს ავრცელებს