კიანუ რივზმა და ალექსანდრა გრანტმა გულშემატკივრები კვლავ გაახარეს თავიანთი გამოჩენით. წყვილი ნიუ-იორკში, მსახიობის ახალი ფილმის, Good Fortune პრემიერაზე იმყოფებოდა.
60 წლის მსახიობი და 51 წლის მხატვარი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები მივიდნენ, ხშირად უღიმოდნენ და კამერების წინ კოცნიდნენ ერთმანეთს.
ამ დღეს ალექსანდრამ არჩევანი კლასიკურ, ელეგანტურ ლურჯ კაბაზე შეაჩერა, კიანუ კი ტრადიციულ, შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
ცნობისთვის, გასულ თვეს დასავლური მედია წყვილის ფარული ქორწინების შესახებ ალაპარაკდა, თუმცა მალევე ეს ინფორმაცია თავად ალექსანდრა გრანტმა უარყო.
„ეს ნამდვილი ფოტოა, უბრალოდ კოცნაა და არა ნიშნობის ამსახველი სურათი. კარგი ამბები დღესდღეობით ძალიან გვჭირდება, მაგრამ ეს მაინც ყალბი ამბავია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მადლობა ყველას, ვინც ქორწილი მოგვილოცა.
მაგრამ… არ დავქორწინებულვართ“, – წერს გრანტი.




