Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ, ბრენდის ანგელოზმა, ორსულმა ჟასმინ ტუქსმა გახსნა. გრანდიოზული წარმოდგენა ბრუკლინში გაიმართა. შოუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ჟასმინ ტუქსის შემდეგ ვიხილეთ ადრიანა ლიმა, რომელმაც ცეცხლისფერი ფრთები მოირგო.
ცხადია, პოდიუმზე ვიხილეთ ბრენდის სხვა ვარკვლავები – ქენდის სვეინპოლი, ბელა ჰადიდი, ჯიჯი ჰადიდი, დოუცენ კრუსი, ჯოან სმოლსი, ალესანდრა ამბროსიო, ბარბარა პალვინი და სხვები…
ჩვენება გამორჩეული და მოლოდინით აღსავსე იყო ქართული აუდიტორიისთვისაც, ვინაიდან მოდის სახის ცნობილ სუპერმოდელებთან ერთად ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მოდელმა – მატილდა გვარლიანი Victoria Secret-ის შოუზე ორჯერ გამოვიდა.
პირველად მან ქალის ვარდისფერი თეთრეული მოირგო, მეორედ კი მბზინავი სამოსი.
აღსანიშნავია, რომ მატილდას დებიუტი ქალის თეთრეულის ბრენდში გასულ წელს შედგა და ამით გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც მოდის ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბურ შოუზე გამოვიდა.