ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის 29 წლის ქალიშვილი, სტელა, ბავშვობის მეგობარზე, ალექს გრუშინსკიზე დაქორწინდა.
ქორწინების ცერემონია ესპანეთში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გაიმართა. სტელა საკურთხეველთან დახვეწილ, ყვავილებით მოქარგულ მაქმანებიან კაბაში მივიდა.
აღსანიშნავია, რომ ალექსი სტელას ბავშვობის მეგობარია. როდესაც წყვილმა გასულ წელს ნიშნობის შესახებ აცნობა საზოგადოებას, სტელამ გამოაქვეყნა ფოტოები, მათ შორის ბავშვობის დროინდელიც, რომელზეც ის და ალექსი ერთად არიან გამოსახული.
„დავრჩები მის გვერდით მთელი ცხოვრება, ვატარებ დროს ჩემთვის დედამიწაზე ყველაზე საყვარელ ადამიანთან ერთად“, – დაწერა სტელამ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი 1996 წლიდან 2015 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები.განქორწინების მიუხედავად, მათ შორის თბილი ურთიერთობა დღემდე შენარჩუნებულია.
75 წლის რიჩარდ გირი და 64 წლის ანტონიო ბანდერასი „გოიას“ დაჯილდოებაზე
ულამაზესი დედა-შვილი – მელანი გრიფიტი და სტელა ბანდერასი თბილ ფოტოსესიაში












