ანტონიო ბანდერასმა სოციალურ ქსელში ახალი ოჯახური ფოტო გააზიარა, სადაც მისი ქალიშვილი, სიძე და ყოფილი მეუღლე, მელანი გრიფიტი ერთად არიან წარმოდგენილნი.
65 წლის მსახიობმა ფოტო ასე დაასათაურა:
„გუშინ, ლოს-ანჯელესიში მშვენიერი დრო გავატარე ჩემს სიძესთან, ალექსთან, ჩემს ქალიშვილ სტელასთან და ჩემს ყოფილ მეუღლესთან და მთელი ცხოვრების მეგობართან, მელანისთან“.
ცნობისთვის, ბანდერასი და გრიფიტი 1996-დან 2014 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები. ამ პერიოდში მსახიობი აქტიურად მონაწილეობდა გრიფიტის ქალიშვილის, დაკოტა ჯონსონის აღზრდაში. მოგვიანებით დაკოტამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ბანდერასმა მის ცხოვრებაში მამის როლი შეასრულა.
წყვილმა 2014 წელს, 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინება გადაწყვიტა. დღეს ისინი ჰოლივუდის ერთ-ერთ იშვიათ მაგალითად ითვლებიან, რომლებმაც დაშორების შემდეგ მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება შეძლებს.
ცნობისთვის, მათი საერთო ქალიშვილი, სტელა 2025 წლის ბოლოს ბავშვობის მეგობარზე, ალექს გრუშინსკიზე დაქორწინდა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.
ბედნიერი მამა და ემოციური ცეკვა – სტელა ბანდერასი ქორწილიდან გამორჩეულ კადრებს გვიზიარებს
სტილი, ქარიზმა და იდენტური „ლუქები“ – ანტონიო ბანდერასისა და მისი საყვარელი ქალის იშვიათი გამოჩენა
