LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2527
მიხეილ ცაგარელი

მზე კვლავ მორიელის ნიშანში იმყოფება – ეს ზოდიაქო განასახიერებს ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მიზანსწრაფულობას და ძლიერ ინტუიციას. მორიელის გავლენა ამ დღეს აძლიერებს ადამიანის შინაგან მებრძოლ სულს და სურვილს, იყოს მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული. მთვარე კი თხის რქის ნიშანში გადის, რაც პრაგმატულობას, წინდახედულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას ამძაფრებს.

დღის რეკომენდაციები – გაითვალისწინეთ, რომ დღეს და ხვალ დეტალურად შედგენილი გეგმები და წინასწარ გათვლილი სტრატეგიაც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს წარმატების გარანტი. ამავდროულად მატულობს ინტუიცია და იღბალი, რაც საშუალებას გაძლევთ, სწორად მიუდგეთ ახალი პროექტების დაწყებას ან გავლენიან პირებთან ურთიერთობას. ხელსაყრელია ოჯახური კავშირების განმტკიცება და პარტნიორულ ურთიერთობებში ახალი ემოციური ამპლუის აღმოჩენა.

ჯანმრთელობა – დღეს განსაკუთრებით ეფექტურია კუჭნაწლავისა და მკერდის არესთან დაკავშირებული მკურნალობა. საკვებ რაციონში სასურველია ზღვის პროდუქტების დამატება, ხოლო ალერგიული პროდუქტების მიღებისგან თავის შეკავება.ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები და მუხლების არე, ამიტომ მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობას და ფიზიკურ გადაღლას. ქირურგიული ჩარევა ამ ორგანოებთან მიმართებით სასურველია მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ახალი კავშირების დამყარებასა და გავლენიან პირებთან ურთიერთობას – ამ სფეროებში დღეს შესაძლოა გაუგებრობები წარმოიშვას. არ არის რეკომენდებული ქორწინება ან ახალი თანამშრომლის მიღება სამსახურში.

პოზიტიურად წარიმართება საქმეები უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, ნადირობისა და თევზაობის, მანქანის შეძენა-გაყიდვის, ექიმთან კონსულტაციისა და მავნე ჩვევებისგან განთავისუფლების მიმართულებით.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთო ენერგიებს იზიდავს ონიქსი, აქატი, ოპალი და მარჯანი. ფერებიდან კი ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე, ნაცრისფერი და ყვითელი ტონები აძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად მოქმედებს მორიელის, თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია დღე ვერძის, ტყუპების და ლომის წარმომადგენლებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები