ბავშვთა ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გელაძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი კოლეგები და მეგობრები ავრცელებენ:
„ჩემი უსაყვარლესი პროფესორი და მასწავლებელი, მადლობა ყველაფრისთვის ქალბატონო ნანა…“ – წერს ექიმი, გვანცა არველაძე სოციალურ ქსელში.
ჩემო უსაყვარლესი პროფესორი და მასწავლებელი💔💔💔.მადლობა ყველაფრისთვის ქალბატონო ნანა.
Posted by Gvantsa Arveladze on სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს სამედიცინო ცენტრი „ციტო“:
„გულწრფელი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და ერთგული მეგობარი , ბავშვთა ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გელაძე.
ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩვენს გუნდში.
ქალბატონი ნანა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით, სითბოთი და გულისხმიერებით.
თითოეული ციტოელი თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
⚫️გულწრფელი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და ერთგული მეგობარი , ბავშვთა ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის…
Posted by Cito Medical Center • სამედიცინო ცენტრი „ციტო“ on სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
