LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის ითვლება ბავშვის ისტერია, ტანტრუმი და ხშირი ჭირვეულობა ნორმად – ბავშვთა ნევროლოგი გვანცა არველაძე

264
გვანცა-არველაძე

როგორ უნდა ამოვიცნოთ, რთული ხასიათის მქონე ბავშვთან გვაქვს საქმე, თუ ეს არის ქცევის პრობლემა, რომელსაც კორექცია სჭირდება. ამ თემაზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ნევროლოგმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, კლინიკა „მზიური მედის“ ექიმმა გვანცა არველაძემ ისაუბრა:

„არსებობენ რთული ტემპერამენტის და შედარებით უფრო მარტივი ტემპერამენტის მქონე ბავშვები. ტემპერამენტს განსაზღვრავს რიტმულობა, კომუნიკაბელურობა, სიცოცხლისუნარიანობა, მგრძნობელობა, ანუ ყველა ადამიანში და ყველა ბავშვში ეს ერთნაირად შეიძლება არ იყოს გამოხატული. შესაბამისად, შესაძლოა ჩვენ საქმე გვქონდეს რთული ტემპერამენტის მქონე ბავშვებთან, რომლებთანაც შედარებით უფრო რთულად და კრიტიკულად აღიქმება, მაგალითად, ეს ასაკი, კრიტიკული 2 წელი, როდესაც საკუთარი მეს დიფერენციაცია გვაქვს. ასეთი ტიპის ბავშვმა ეს ასაკობრივი მახასიათებლები შეიძლება რთულად გადაიტანოს, მაგრამ ასეთ ბავშვში ჩვენ არ უნდა გვქონდეს მეტყველების პრობლემები, არ უნდა იყოს კომუნიკაციის სირთულეები, ასევე ნორმალური განვითარების უნდა იყოს კოგნიტური უნარები. თუ არის მხოლოდ ხასიათობრივი რაღაც ისტერია, ტანტრუმი, ხშირი ჭირვეულობა და დანარჩენი უნარები, განვითარების ეტაპები ნორმალურად მიდის, ნამდვილად, საქმე გვაქვს რთული ტემპერამენტის ბავშვებთან და მშობელმა რაღაცნაირად ქცევის მართვის მიდგომები უნდა ისწავლოს. თუ ქცევას თან ახლავს ზემოთ აღნიშნული მდგომარეობები, ეს უკვე სხვა საკითხია და სხვა განხილვის თემაა“ – განაცხადა გვანცა არველაძემ.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვის განვითარება შეფერხდა – გვანცა არველაძე მეტყველებისა და განვითარების ეტაპების დაყოვნებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები