„პლასტიკურ ქირურგთან უნდა წახვიდეთ მაშინ, როცა სარკეში ჩაიხედავთ და თქვენი თავი აღარ მოგეწონებათ“ – ციცინო შურღაია

258
ციცინო-შურღაია

რა ასაკიდან უნდა გაკეთდეს სახის პლასტიკური ოპერაცია, ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პლასტიკურმა ქირურგმა – ციცინო შურღაიამ ისაუბრა.

ნებისმიერი ოპერაციის დანიშვნას იურიდიული დამტკიცება სჭირდება, უნდა განვმარტოთ, თუ რატომ მიდის პაციენტი ოპერაციაზე, თუ რა ჩვენებები აქვს. არსებობს რამდენიმე პარამეტრი, რითაც ჩვენ ამ ყველაფერს ვზომავთ.

დავიწყოთ იმით, რომ სიბერე სხვადასხვა ასაკში იწყება. არსებობს სხვადასხვაგვარი სიბერე…  ფიზიოლოგიური, ადამიანის ბიოლოგიური ასაკი, პასტოზური სიბერე. მაგალითად, მსუქანი ადამიანები გაცილებით უფრო მალე ბერდებიან, ვიდრე გამხდრები, რადგან მათი სისხლძარღვები დატვირთულია ქოლესტერინით, ათეროსკლეროზული ფოლაქებით, მათ დაზიანებული აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა. სიმსუქნე აუცილებლად გულისხმობს მეორე ხარისხის შაქრიან დიაბეტს, შაქრიანი დიაბეტი კი აზიანებს სისხლძარღვებს და ა.შ. არსებობს ასეთი სიბერეც – ფოტოსიბერე.  ადამიანები, რომელთაც უყვართ მზე, გაცილებით უფროსები არიან. ასევე, არსებობს სიბერე, რომელიც სტრესებით არის გამოწვეული. შესაბამისად, ბიოლოგიური ასაკი არასდროს ემთხვევა ქრონოლოგიურ ასაკს.  მაგალითად, მე მყავდა ბებია, რომელიც 101 წლის ასაკში გარდაიცვალა და რომელსაც 32 კბილი ჰქონდა. ამ დროს მეცნიერება ამტკიცებს, რომ კბილები უცხო სხეულია ადამიანისთვის და გარკვეულ დროს, სიბერეში, როცა იცვითება არამარტო რბილი ქსოვილები, არამედ ძვალიც, კბილი უნდა ამოვარდეს. ასევე, არსებობს პროგერია, ნაადრევი სიბერე, რაც თანდაყოლილი დაავადებაა. ამ დროს ადამიანი მაქსიმუმ 28 წლის ასაკში აღწევს 80-100 წლის ასაკს და სიბერით, თავისი სიკვდილით კვდება. შესაბამისად, ქრონოლოგიურ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქირურგთან უნდა წახვიდეთ მაშინ, როცა სარკეში ჩაიხედავთ და თქვენი თავი აღარ მოგეწონებათ. მე სახის დაჭიმვა, გაახალგაზრდავება 34 წლის ასაკშიც გამიკეთებია. ეს იყო ქალი საბერძნეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარდა მზე და რომელსაც ფოტოსიბერე ჰქონდა. აღნიშნული ოპერაცია გამიკეთებია 84 წლის ასაკშიც“ – ამბობს ციცინო შურღაია.

ნუ იკეთებთ ამდენ ფილერს, იფიქრეთ გაახალგაზრდავებაზე სწორად – ციცინო შურღაია გაახალგაზრდავების საუკეთესო გზებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
,,გადავწყვიტე წელს დაბადების დღე სამაჩაბლოში, რკინის ეკალ-ბარდებს მიღმა დარჩენილ ვალია ბაბოსთან და უამრავ ბავშვთან ერთად გადავიხადო…მაჩუქეთ ტანსაცმელები მოხუცებისთვის, სათამაშოები ბავშვებისთვის” – სანდრო ელოშვილის მიმართვა საზოგადოებას